არ მგონია ვინმემ სერიოზულად კიდევ მიიღოს ახლა პატიმარ სააკაშვილის განცხადებები ნებისმიერი მიმართულებით - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადება შიმშილობასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელია

„არ მგონია ვინმემ სერიოზულად კიდევ მიიღოს ახლა პატიმარ სააკაშვილის განცხადებები ნებისმიერი მიმართულებით, მით უფრო შიმშიოლობასთან დაკავშირებით, ეს უკვე შეურაცხმყოფელია თავისივე მხარდამჭერებისთვის იმიტომ რომ მერამდენე შიმშილობის განაცხადია უკვე აღარ არ ახსოვს არავის, მით უმეტეს მთელი ცივილიზებულ;ი სამყარო მობილიზებული არის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს.