1-ლი იანვრიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეგულაცია შედის ძალაში
1763152075
,,მესმის, პუტინი გეზიზღებოდეს - კი, ჯანსაღი პოზიციაა; მესმის, რუსულ პოლიტიკას ვერ იტანდე - სრულიად ლეგიტიმურია; მესმის, აკრიტიკებდე რუსულ პროპაგანდას - კი, ამაზრზენია; მესმის, მხარს უჭერდე უკრაინას - ცხადია, სწორი პოზიციაა; მესმის, რუსეთს ბოროტების იმპერიას ეძახდე - კი, ეგრეა’’ - წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.
როგორც გვიდიანი წერს, კამპანიის აგორება "არ მივიღოთ რუსი ტურისტები" - არაადეკვატურია.
,,რუსები არ შემოვუშვათო... - მესმის, პუტინი გეზიზღებოდეს - კი, ჯანსაღი პოზიციაა; - მესმის, რუსულ პოლიტიკას ვერ იტანდე - სრულიად ლეგიტიმურია; - მესმის, აკრიტიკებდე რუსულ პროპაგანდას - კი, ამაზრზენია; - მესმის, მხარს უჭერდე უკრაინას - ცხადია, სწორი პოზიციაა; - მესმის, რუსეთს ბოროტების იმპერიას ეძახდე - კი, ეგრეა; მაგრამ • ბოროტი პრეზიდენტის გამო, ჯავრს იყრიდე ჩვეულებრივ რუს ხალხზე - სიქაჯეა; • როცა უკრაინელები რუს ტყვეებს აჭმევენ და შენ ტურისტს არ უშვებ - სიგიჟეა; • კამპანიის აგორება "არ მივიღოთ რუსი ტურისტები" - არაადეკვატურია; • ადამიანი ცდილობდეს პუტინის რუსეთისგან თავის დაღწევას და კარს ცხვირწინ უჯახუნებდე - ფაშიზმია; • "სტუმარი კი არის, მაგრამ არ შემოვუშვათ" - არაქართულია; • "რუსებს თუ შემოვუშვებთ, მაგას პუტინი შემოყვება დასაცავად" - პარანოიაა; • "აქამდე სად იყვნენ, დროზე წამოსულიყვნენ" - სიშტერეა; ჯამი ჭურჭელია; დედამიწა მრგვალია; წყალი სველია; ღამე ბნელა; აი, ია; აი, თითი’’ წერს ანდრია გვიდიანი facebook - ზე.