,,მინდა მოგმართოთ ყველას...ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ - თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
1762584569
ალიანსი არსებობს გიორგი გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ბევრი დეტალი და ნიუანსი, რომლის შესახებაც მოგვიანებით ამცნობენ საზოგადოებას.
„ამაზე თავადაც დაადასტურეს ოფიციალური კოალიციით. 4 მუნიციპალიტეტში მათ კოალიცია გააფორმეს, თუმცა არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება ამ ალიანსს, კავშირებს, რომლებიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ვიდრე გახარია გავიდოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან. ძალიან ბევრი დეტალი, ნიუანსი შეიძლება იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის. თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც მოგვიანებით ვაცნობებთ საზოგადოებას.
შეიძლება ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება იყოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ნაკარნახევი იყო ამ ალიანსით. გახსოვთ, რო იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები, იგივე პანკისში. შეიძლება ამის უკანაც იდგეს „ნაცმოძრაობის“ კვალი. ამ დეტალებზეც გავაცნობთ ინფორმაციას საზოგადოებას“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ზუსტად 1 წლის წინ, 18 თებერვალს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.