1781384192
ალექსანდრე კარტოზია: მაკა ბოჭორიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიამ მედიასთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიუნხენში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მინისტრის მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები კოლეგებთან რამდენიმე ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან. გარდა ამისა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანსა და შუა დერეფნის მნიშვნელობას“, - აღნიშნა ალექსანდრე კარტოზიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62- ე კონფერენციაში მონაწილეობს.











