"ბავშვები აივანზე მარტო არ დატოვოთ..." - გოგა მანია წლის ბოლომდე მოსალოდნელ მოვლენებს პროგნოზირებს
1791574620
პარტია ,,მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება,- ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა
,,ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ და ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნისთვის სწორი. ყველა ვხედავთ, რომ ამ პარლამენტში სულ რამდენიმე ადამიანია, შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი.
ასეთი არის ჩემი მეგობარი, ჩვენი თანაგუნდელი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს იმის უნარებიც, ცოდნაც და შესაძლებლობაც, რომ მიიღოს 90 ხმაც და მეტიც. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ ეს კონსენსუსი შეკრას კენჭისყრის დროს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის, მე მინდა ლევან იოსელიანი წარვადგინო სახალხო დამცველის კანდიდატად. ჩვენ გვქონდა გარკვეული კომუნიკაცია და კონსულტაციები როგორც ოპოზიციურ ძალებთან, ისე მმართველ პარტიასთან. ზოგადად, ლევანის პიროვნებასთან და მის გამოცდილებასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, ის გახლდათ ადვოკატი, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა, ადამიანის უფლებები მისთვის არ არის უცხო, წლების განმავლობაში ის დაკავებული იყო ადამიანის უფლებების დაცვით. შესაბამისად, მე მას წარვადგენ სახალხო დამცველის კანდიდატად და მაქვს იმედი, რომ ამ პარლამენტში ჩვენ შევძლებთ, შევასრულოთ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და ეს ხარვეზი ამოვავსოთ, რომელიც წარმოიქმნა წინა ჩავარდნილი კენჭისყრის შედეგად და მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ 90 მანდატიანი ბარიერის დაძლევასაც და სასურველია, მეტსაც. ლევან იოსელიანის სახით, ქვეყანა მიიღებს ძალიან კარგ სახალხო დამცველს, რომელთანაც ყველას მიესვლება, რომელიც ყველას მოუსმენს და ყველას პრობლემას მიიტანს გულთან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.