ახლა ერთიანობის, საქართველოს მომავალზე ფოკუსირების დროა - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში

„ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არის საქართველოს მომავალზე ფოკუსირების დრო“, -ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა, გვერდზე გადავდოთ პოლარიზება და გავერთიანდეთ იმ საკითხის გარშემო, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.

„მივესალმებით საქართველოს განცხადებებს გაეროში, ეუთოში და სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა ასეთ კრიტიკულ დროს, ჩვენ გვინდა ვნახოთ ერთიანობა. ეს არის შესაძლებლობა, გვერდზე გადავდოთ პოლარიზება და გავერთიანდეთ იმ საკითხის გარშემო, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის და ევროატლანტიკური გაერთიანებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება მხარდაჭერა ისე, როგორც ვნახეთ ეს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით, ამ ფონზე არის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყნები უფრო მეტს გააკეთებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.