ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა  „სოციალური მუშაობის შესახებ“  კანონში  ცვლილებაზე პირველი მოსმენით  იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა  „სოციალური მუშაობის შესახებ“  კანონში  შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით  იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ადამიანის უფლებებს იცავს ძლიერი, ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური სერვისების საშუალებით.

„როდესაც ჩვენ ამ პროცესებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია სოციალური მუშაკების პროფესიას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით,  კანონპროექტის მომზადება განაპირობა სოციალური მუშაკების სერტიფიცირების პროცესის შეფერხებამ, რაც კოვიდ პანდემიით იყო გამოწვეული.

კანონპროექტით, სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა იმ პირსაც, რომლის უნარები და  კომპეტენცია მაქსიმალურად მიახლოებულია კვალიფიცირებული სოციალური მუშაკის შესაძლებლობასთან და გარდამავალ პერიოდში შეძლებს გარკვეული ფუნქციების შესრულებას შესაბამისი დაწესებულების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ხოლო იმავე გარდამავალ პერიოდში სერტიფიცირების გავლის ან სათანადო პრაქტიკული გამოცდილების შეძენის შედეგად სრულფასოვნად და მაღალკვალიფიციურად გააგრძელებს სოციალური მუშაკის ფუნქციების განხორციელებას. კანონით განსაზღვრული პროცესი უნდა დასრულდეს  2030 წლამდე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.  პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.