5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენა, შესაძლოა, გადაიდოს

სალომე ზურაბიშვილი

5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენა, შესაძლოა, გადაიდოს, ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 

"შეიძლება, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღმა გადაიწიოს. განსახილველია საკითხი, პირადად ამ განხილვებში ჩართვა ვერ მოვასწარი, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. არ ვიცი, იქნება თუ არა გამოსვლა, ამას გადავწყვეტთ. თუ სხვა გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არსებობს, ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.