ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
კიევში, ჟულიანის აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა. საერთაშორისო აეროპორტზე რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში ცოტა ხნის წინ მიიტანეს. ვრცელდება კადრებიც, სადაც ჩანს, რომ დაბომბვის შემდეგ ჟულიანის აეროპორტს ცეცხლი უკიდია. ჯერჯერობით, უცნობია დაშავებულების შესახებ ინფორმაცია.
ამასთან, კიევში დაბომბვისას რაკეტა 5-სართულიან სახლს დაეცა. კიევის კომუნალურმა სამსახურმა შესაძლო ხანძრის აღსაკვეთად სპეციალური სამსახური გაგზავნა ადგილზე. ჯერჯერობით, უცნობია გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია.
კიევის მიმდებარედ ქალაქებში მძიმე მდგომარეობაა. ჟიტომირში საჰაერო თავდასხმის შესახებ აფრთხილებენ მოსახლოებას, ისმის განგაშის სიგნალის ხმა. მოსახლოებას მოუწოდებენ სასწრაფოდ წავიდნენ უახლოეს თავშესაფრებში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წუთებში, 100-მდე ჯავშანტექნიკისგან შემდგარი რუსების კოლონა ვიშგოროდიდან კიევისკენ მიემართება