ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს - რუსული მედია

რუსი პოლიტიკოსი

ვლადიმერ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს და მისი მდგომარეობა მძიმდება. ამის შესახებ РИА Новости ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ამ ინფორმაციას, რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში“ უარყოფენ.

„კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს,“- აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ის საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვის 75%-იანი დაზიანებით, რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებას 2 კვირა მალავდა.