ზელენსკი

ზელენსკი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას ეხმაინება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას გამოეხმაურა.

„მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო და როგორც სახელმწიფო, რომელიც ტერორიზმის საშუალებებს იყენებს. რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს ყველა დონეზე და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, რათა დაასრულოს თავისი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დღეს, 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. გადაწყვეტილებას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, 58 წინააღმდეგი იყო, 44-მა თავი შეიკავა.

მთავარი სიახლეები