ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781454605
უკრაინას არ აშინებს რუსეთის შესაძლო ინტერვენციის შესახებ პროგნოზები, რადგან ქვეყანა მზად არის, თავი დაიცვას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ჩვენ არ გვეშინია პროგნოზებისა და მტრის. ჩვენ არ გვეშინია თარიღების, რადგან თავს დავიცავთ 16 და 17 თებერვალს, მარტსა და აპრილში, სექტემბერსა და დეკემბერში. დღეები და თვეები არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია წელი: ახლა 2022 წელია და არა 2014 წელი. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ომი რვა წელი გრძელდება. ჩვენც ამდენჯერ გავძლიერდით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.