ვინაიდან „ეხო მოსკვი“ არ ემორჩილება ხელისუფლების მოთხოვნას, როსკომნადზორის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი ლიკვიდაცია გადაწყდა

რედაქტორი

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ დირექტორთა საბჭომ რადიოსადგურისა და ვებგვერდის ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ამის შესახებ "ეხო მოსკოვის" მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა განაცხადა.

რუსეთის გენერალური პროკურატურისა და როსკომნადზორის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რადიო  უკრაინის ომის გაშუქების გამო ეთერიდან გაითიშა და საიტი დაიბლოკა.

„ეხო მოსკვი“ არ ასრულებს ხელისუფლების მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც რუსულ მედიას ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით უნდა გაევრცელებინათ, ხოლო მიმდინარე ომი დაპირისპირებად უნდა მოეხსენებინა.

მიუხედავად ამისა, რადიოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ სოციალურ ქსელებში არსებულ პლატფორმებზე.

"ეხო მოსკოვს" ტრადიციულად ყველაზე მაღალი ადგილები ეკავა ქალაქების სამაუწყებლო რადიოსადგურების რეიტინგში. სადგური პირველად გავიდა 1990 წლის 22 აგვისტოს მოსკოვში. უკრაინასთან ომამდე რადიოსადგური ეთერიდან მხოლოდ ერთხელ გაითიშა, 1991 წელს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის პუტჩის დროს. 2020 წლის მონაცემებით, რადიოსადგურის იურიდიული პირის ყველა წილის 66% ეკუთვნოდა გაზპრომ მედია ჰოლდინგს.