უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
1786515071
უკრაინაში საბრძოლველად წასულ მოხალისეებს შორის ერთ-ერთი, ბრიტანეთის პარლამენტის წევრის შვილია - ესაა 30 წლის ბენ გრანტი - სამეფო საზღვაო ძალების ყოფილი კომანდო.
ახალგაზრდა მებრძოლი ჰელენ გრანტის შვილია. ქალბატონი გრანტი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი კონსერვატიული პარტიიდან და ბორის ჯონსონის მრჩეველია.
ახალგაზრდა ინგლისელი მებრძოლი ამბობს, რომ მან უკრაინაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის კადრებში ბავშვის ყვირილი გაიგო.
„სამი შვილის მამა ვარ და ესენი ჩემი შვილები მეგონენ... რას გავაკეთებდი ჩემი შვილებისთვის? წავიდოდი და ვიბრძოლებდი. მაშინ ვიფიქრე, რომ მეც დამჭირდებოდა საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებიც მოვიდოდნენ და დამეხმარებიან ჩემი ოჯახის გადარჩენაში. ამიტომ, მე მოვედი, რათა დავეხმარო უკრაინას." - ამბობს გრანტი.
მისი თქმით, რამდენიმე ათეულმა ყოფილმა ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურემ გადაწყვიტა მას შეუერთდნენ: „საერთო ჯამში, ჩვენ კიდევ 100 ადამიანი გვეყოლება, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან მაგარი მებრძოლია”. - ამბობს გრანტი.
წყარო: The National