VIDEO: ჟიტიმორში საკრუიზო რაკეტები ფეთქდება - რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში საომარი კერა განაახლეს

რამდენიმე წუთის წინ ჟიტიმორზე რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდასხმა საკრუიზო რაკეტით განხორციელდა, რომელიც 95-ე ბრიგადის ბაზას მოხვდა.

აფეთქების შემდეგ, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. მომხდარს სოციალურ ქსელში უკრაინული რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო ეხმაურება:

"დაბომბვის შემდეგ, პუტინის წყალობით ჟიტომირში საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა. მან ხალხი საკუთარი სახლებიდან გამოყარა.

ნაძირალავ მოკვდი უკვე, ყველას სიკეთე გაუკეთე." - წერს დუმის დეპუტატი. 

ამ წუთებში ადგილზე მაშველები მუშაობენ.