VIDEO: შევჩენკო ეთერში ატირდა - „ახლობლები მეუბნებიან, იქ რა კოშმარია“

შევჩენკო

უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე  ისაუბრა და ემოციები ვერ შეიკავა. 

„ჩემი ახლობლები მეუბნებიან, იქ რა ხდება. კოშმარია, იბომბება ქალაქები, იღუპებიან ბავშვები და მოხუცები, რომლებსაც არ შეუძლიათ წასვლა. ცუდი სიზმარივით არის, საიდანაც მინდა გავიღვიძო.

“ესაა ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება, ზელენსკი მიგვიყვანს თავისუფლებამდე და დამოუკიდებლობამდე”, – ამბობს შევჩენკო.