VIDEO: დონეცკის ოლქში ქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს

raketa

დონეცკის ოლქში, ლიმანში საჰაერო შტურმის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა YNIAN Telegram არხზე წერს, დაუზუსტებელი ცნობით, ქალაქის რამდენიმე ქუჩა რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს. 

ამავე გამოცემა დაბომბილი ქალაქიდან ვიდეო კადრებს ავრცელებს. 

"ვრცელდება ვიდეო ლიმანიდან, საჰაერო შტურმის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსებმა რამდენიმე ქუჩა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაიკავეს, ესენია: პოდსტეპნაია, იუბილენია და ყაზაჩია.

ადგილობრივი არხების ცნობით, ლიმანიდან ევაკუაცია დაბომბვის გამო შეწყდა.