ვაცნობიერებთ, რა არის ბირთვული იარაღი, არ ვაპირებთ, სამართებელივით ვიქნიოთ მთელ მსოფლიოში - პუტინი

ვლადიმერი

რუსეთმა იცის რა არის ბირთვული იარაღი და არ აპირებს მის სამართებელივით ქნევას, - ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან ონლაინ-შეხვედრისას განაცხადა. პუტინის თქმით, ბირთვული ომის საფრთხე იზრდება, თუმცა რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღს თავდაცვის საშუალებად განიხილავს.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღიარა, რომ ომი უკრაინაში შეიძლება გრძელვადიანი პროცესი იყოს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთში დამატებით მობილიზაცია აღარ გამოცხადდება, რადგანაც ამის საჭიროება არ არსებობს.

„ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავიცავთ. ჭკუიდან არ შევშლილვართ. ვაცნობიერებთ, რა არის ბირთვული იარაღი. ჩვენ გვაქვს ეს საშუალებები და უფრო მოწინავე სახით, ვიდრე რომელიმე სხვა ბირთვულ ქვეყანას. არ ვაპირებთ, სამართებელივით ვიქნიოთ ეს იარაღი მთელ მსოფლიოში. თუმცა გამოვდივართ იქიდან, რომ ის გვაქვს. ეს არა მაპროვოცირებელი, არამედ შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა პუტინმა.