1772918011
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთს ბელარუსში არ ჰყავს ისეთი კონტინგენტი, რომ კიევს თავს დაესხას
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბელარუსში არ ჰყავს ისეთი კონტინგენტი, რომ კიევს თავს დაესხას.
„ჩვენი მონაცემებით, ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალების 9 000 წარმომადგენელია განლაგებული. ამას დამატებული სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა, მათ შორის სარაკეტო შეიარაღება და ა.შ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ისეთი კონტინგენტი არ აქვთ, რომ ბელარუსის მხრიდან კიევზე თავდასხმა განახორციელონ. მაპატიეთ, მაგრამ ეს სასაცილოა. თუმცა, მუქარა, დაშინება,თითქოს ალყაში მოქცევის სიტუაციის შექმნა, ეს სცენარი მუშაობს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.











