უკრაინის სპეცსამსახურები ოკუპანტების საუბრების მოსმენას განაგრძობენ - ანტონ გერაშჩენკო

webp

უკრაინის სპეცსამსახურები ოკუპანტების საუბრების მოსმენას განაგრძობენ, რომელთა შორის კადიროველებიც არიან.

ამჯერად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ საუბრის ჩანაწერზე ინფორმაცია გაავრცელა - წერს უკრაინული მედია გამოცემა.

ჩანაწერში ისმის, როგორ „უჩივის“ ერთ-ერთი კადიროველი ვიღაც კაცს, რომელიც დღეს მათთან ავიაგამანადგურებლით მიფრინდა.

გარდა ამისა, კადიროველმა თქვა, რომ ძალიან შეეშინდა. თანამოსაუბრემ ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ამ მებრძოლის ჩამოგდება, რაზედაც ოკუპანტმა უპასუხა:

„ჩვენი იყო თუ არა, ჩვენ არ ვიცოდით, ვარიანტი არაა, არ გვეუბნებიან" - ამბობს კადიროველი.

მან ასევე დაამატა, რომ კადიროველებმა თავიანთი ჯავშანტექნიკა თავად ააფეთქეს, რათა უკრაინელმა სამხედროებმა არ წაართვან.