უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური: ხარკოვის ცენტრში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის დაბომბვას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ხარკოვი

ხარკოვის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის დაბომბვას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

შემთხვევისას, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მაშველებმა და მოხალისეებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანი ამოიყვანეს.

„ნანგრევებისგან გასაწმენდად, სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანად განადგურდა კიბეები და დერეფნები შენობის ყველა სართულზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.