უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში დრონებით იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

droni

უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა. ერთ-ერთ დრონი მაღალსართულიან კორპუსს დაეცა, რის შემდეგაც, შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა სერგეი ნადალმა გაავრცელა.

„მტერმა ტერნოპოლს ისევ შეუტია დრონებით. ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. საჰაერო განგაში გრძელდება. დარჩით უსაფთრთხო ადგილებში“, - დაწერა მან Telegram-ზე.

ტერნოპოლის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ნეგოდამ მოგვიანებით Facebook-ზე გაავრცელა ცნობა, რომ „შაჰედის“ დრონებით იერიშის შედეგად, ერთ-ერთ სახლში ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.