უკრაინის ქალაქ ჩერკასში მოსკოვის საპატრიარქოს მრევლმა დაიკავა ტაძარი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა

უკრაინის ქალაქ ჩერკასში მოსკოვის საპატრიარქოს მრევლმა დაიკავა ტაძარი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა

უკრაინის ქალაქ ჩერკასში მოსკოვის საპატრიარქოს მრევლმა დაიკავა ტაძარი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა.

უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვის ეკლესიის მხარდამჭერებმა შესასვლელი ჭიშკარი გატეხეს და ტაძრის ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შევიდნენ. დაახლოებით 09:00 საათზე მათ ტაძარი დაიკავეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ ტაძრის შიგნით ზოგიერთმა ადამიანმა სკამები და სხვა საგნები გამოიყენა შენიღბული ადამიანების წინააღმდეგ და აიძულეს ისინი, საკათედრო ტაძრიდან გასულიყვნენ.

დაძაბულობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩერკასის მერმა, ანატოლი ბონდარენკომ ხალხს მოუწოდა, ტაძარში მისულიყვნენ და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის არსებობასთან დაკავშირებით აზრი გამოეთქვათ.

20 აგვისტოს უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას.