ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ კორუფცია ქვეყანაში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ღიად ვესაუბრებით პარტნიორებს. კორუფცია ყველა ქვეყანაში არსებობს. მთავარია, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება კორუფციას. თუ ჩვენ ვიღაცა გვეუბნება, სხვათა შორის ამას სამოქალაქო საზოგადოებაც ეთანხმება, რომ ნატოში ვერ მიგვიწვევენ უკრაინაში კორუფციის გამო, ეს უბრალოდ ჩვენი არმიღების მიზეზის ძებნას ჰგავს“, - თქვა ერმაკმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.
ერმაკი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ზოგი მედია საშუალება უკრაინაში არსებული კორუფციის შესახებ გადაჭარბებით საუბრობს. „მე ვთვლი, რომ ჩვენ, პირველ რიგში, არაკორუმპირებული პრეზიდენტი გვყავს, და ის ამ ბრძოლის ლიდერია“, - დასძინა მან.