1752349956
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და საჰაერო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ განგაში MiG-31K-ის მოზდოკის აეროდრომიდან აფრენას უკავშირდება. უკრაინელებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.