დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსული იერიშების შედეგად, დონეცკის რაიონის ქალაქ კურახოვოსთან მდებარე წყალსაცავის კაშხალი დაზიანდა. სამხარეო ადმინისტრაციის განმარტებით, დაზიანების შედეგად, მდინარის დონე დიდ ნოვოსელოვკის თემის ფარგლებში, 1.2 მეტრითაა მომატებული, რაც საფრთხეს უქმნის მდინარის გასწვრივ მდებარე დასახლებებს როგორც დონეცკის, ასევე დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.
პარალელურად, უკრაინული და რუსული არხებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან, ბელგოროდის ოლქში დრონებით თავდასხმის შესახებ იტყობინებიან. თავდასხმის შედეგად, ნავთობსაცავში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.