აშშ-ის საიდუმლო ექსპერიმენტი - რატომ გაუშვეს კოსმოსში 480 მილიონი ნემსი
1789201514
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ოკუპანტები დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების აქტიურად გამოყენებით, ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას.
ამავე უწყების ცნობით, რუსმა ოკუპანტმა შეამცირა შეტევის ტემპი, მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, ახერხებს წარმატების მიღწევას უკრაინის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციის დროს.
„ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად გამოიყენება სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც დაკომპლექტებულია ძირითადად კავკასიური გარეგნობის ადამიანებით, რომელთაც ცუდად იციან რუსული ენა. მოსახლეობაში პანიკის დასათესად, ისინი მუქარის ენას იყენებენ.
რუსი აგრესორების ჯავშანტექნიკამ შეამცირა უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლის ტემპი. მტრის ჯარები, რომლებიც მოკლებულია საწვავისა და საბრძოლო მასალის დროულ მიწოდებას, ჩერდებიან. საოკუპაციო ძალები, რომელთა წარმომადგენელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ახალგაზრდა წვევამდელები შეადგენენ, გამოფიტულნი არიან წინა სამხედრო წვრთნებით და მათი მორალური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაცემულია. არსებული ინფორმაციით, არსებობს დეზერტირობის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ უარის თქმის ფაქტები უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობასა და ჩაბარებაზე. ოკუპანტების მთავარ ტაქტიკად რჩება პატარა ქალაქებში, სოფლებსა და მაგისტრალებზე გადაადგილება და მათი აღება. მშვიდობიანი მოსახლეობის, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დიდ ქალაქებზე კონტროლის მოპოვების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.