უკრაინიდან წამოსული ორი მილიონი ლტოლვილისა 800 000 ბავშვია - Save The Children

ბავშვები

ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის, Save The Children-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ქვეყანა ორმა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა, მათ შორის კი 800 000 ბავშვია.

ორგანიზაციის ცნობით, ბავშვების დიდი ნაწილი უკრაინის საზღვრამდე გზას მარტო, თანმხლები პირის გარეშე გადის.

„მშობლები თავიანთი შვილების დასაცავად ყველაზე სასოწარკვეთილ, გულისმომკვლელ ზომებს მიმართავენ. მათ შორის, უკრაინის გარეთ უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად შვილებს მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად გზავნიან, თავად კი საკუთარი სახლების დასაცავად რჩებიან“, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ირინა საგოიანიმ.