„ოჯახის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანი დავკარგეთ...“ – გოგა მანია
1742931706
უკრაინელმა სამხედროებმა ირპენი დაიბრუნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, კვირას, 27 თებერვალს, რუსული ტანკები ბუჩას მიმართულებით ირპენის ტერიტორიაზე შევიდნენ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს დამპყრობლების ქალაქიდან განდევნა.
„ირპენს ვინახავთ! დღეს ირპენი 100%-ით კონტროლდება", - აღნიშნა ქალაქის მერმა.
მან ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვა მუდმივად სახლში დარჩენა, რადგან დაბომბვა მუდმივად მიმდინარეობს. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროებისთვის გაძლიერება მოვიდა.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეა ირპენთან ბრძოლა მიმდინარეობს. ქალაქში გოსტომელიდან ისმის აფეთქების ხმები.