სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დილით ვლინდება
1742846614
უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბრიგადის ბატალიონმა ხარკოვთან დღეს, 2 მარტს ხელში ჩაიგდო რუსეთის ექვსი უახლესი ტანკი Т-80БВМ, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-200-ე ბრიგადას ეკუთვნოდა.
2 მარტის ღამითვე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ქალაქ ჟიტომირის დაბომბვას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაიჭრა კიდევ სამი და ნანგრევებში მოყვა რამდენიმე ადამიანი.
უწყების თანახმად, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სულ მცირე 10 სახლი და ადგილობრივი საავადმყოფო.
დღეს, 2 მარტს მეშვიდე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.