„უკრაინელების შეშინებას აზრი არ აქვს“ - ალექსეი რეზნიკოვი

ზელენსკი

„უკრაინელების შეშინებას აზრი არ აქვს,“ - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„წარმოუდგენლად მძიმე საათებია, მაგრამ გაივლის. ზეგ უკვე გაზაფხულია. უკრაინა გაიმარჯვებს. უკვე იმარჯვებს!

ჩვენს მიწაზე მოსული მტერი გარკვეული მიმართულებით წავა. ამიტომ, ოკუპანტებს სახლში წასვლას ვურჩევთ. სანამ გვიანი არ არის", - წერს ალექსეი რეზნიკოვი.