1732386875
უკრაინაში სამხედროების უფლებების დასაცავად სამხედრო ომბუდსმენის აპარატს შექმნიან
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ომბუდსმენის აპარატს შექმნის, რათა სამხედრო მოსამსახურეების უფლებები დაიცვას, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.
„ჩვენ ვმუშაობდით იმაზე, რათა სამხედრო ომბუდსმენი შემოგვეღო. წელს ჩვენ აღვრიცხეთ, თუ რამდენი საჩივარი და სარჩელი შემოვიდა [სამხედრო მოსამსახურეებისგან]“, - თქვა უმეროვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აგრეთვე დასძინა, რომ მისმა უწყებამ უკვე აღრიცხა ჯარისკაცების რამდენიმე ათასი საჩივარი. უმეროვის თქმით, მის უწყებას უკვე ჰყავს შერჩეული რამდენიმე ადამიანი ომბუდსმენის პოსტზე.