1772918011
უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ მცირე 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან სულ მცირე 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 908 ადამიანი.
მათი ცნობით, უკრაინაში მსხვერპლის რაოდენობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„განსაკუთრებით მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დადასტურებას საჭიროებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.











