უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები გაემგზავრნენ - ისინი რუსულ სამხედრო ძალებს შეუერთდებიან

კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები გაემგზავრნენ, ისინი რუსულ სამხედრო ძალებს შეუერთდებიან, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც კადიროვი აცხადებს, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება გამართლებულია. მისივე თქმით,  ისინი მოსკოვს მტრების მოგერიებაში ეხმარებიან.