თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები გახდებიან, რუსეთს პასუხის გაცემა მოუწევს - მარია ზახაროვა

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვას განცხადებით, თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრი ქვეყნები გახდებიან, რუსეთს ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს.

"შვედეთისა და ფინეთის მიღება NATO-ში, რომელიც თუ ხვდებით სამხედრო ალიანსია, გამოიწვევს სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ შედეგებს, რაც ჩვენი ქვეყნისგან მოითხოვს, რომ გადავდგათ საპასუხო ნაბიჯები" - თქვა მარია ზახაროვამ.