პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დონეცკის ოლქში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაიჭრა. ოკუპანტის მიერ დასახლებების დაბომბვის შემდეგ, განადგურებულია კერძო სახლები და ავტომობილები. დაზიანებულია მნიშვნელოვანი გაზ სადენიც. აფეთქებები იყო ჩერკასკშიც, ქალაქში იერიშების შემდეგ ინფრასტრუქტურაა განადგურებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ გავრცელებულა.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი შესაძლოა გაფართოვდეს. მედიის ცნობით რუსეთის კურსკის ოლქში, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველ დანაყოფს ელოდებიან. საკითხს “ნატო“-ს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. როგორც მარკ რუტე ამბობს, თუ დადასტურდა, რომ რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ფხენიანი არმიას აგზავნის, ეს ვითარების “მნიშვნელოვან ესკალაციას“ გამოიწვევს.
“მთავარსარდალმა სირსკიმ ფრონტზე სიტუაციის და უახლოესი პერსპექტივების შესახებ რამდენიმე მოხსენება წარადგინა. კერძოდ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების ორი ქვედანაყოფი მზადდება. პოტენციურად ორი ბრიგადა, თითოეული 6000 კაცი. ეს გამოწვევაა, თუმცა ჩვენ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც არ აარიდონ ამ გამოწვევას თავი. მადლობელი ვარ თითოეული პარტნიორის, ვინც დაგმო ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა რუსეთის ომში. გასაგებია, რომ ფხენიანი ისევე, როგორც მოსკოვი არ იცვლის ადამიანებს და არაფრად აგდებს ადამიანის სიცოცხლეს, თუმცა ჩვენ ყველა მსოფლიოში დაინტერესებულნი ვართ, რომ ომი დასრულდეს. თუ ჩრდილოეთ კორეას ევროპაში ომში ჩართვა შეუძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეჟიმზე ზეწოლა არ არის საკმარისად ძლიერი,“ - აცხადებს ზელენსკი.