1791316484
წყვილმა მეზობელს იმიტომ უჩივლა, რომ მათ ტუალეტს ჩარეცხვისას მაღალი ხმა ჰქონდა - (იტალია)
იტალიაში წყვილმა მეზობელს სასამართლოში იმიტომ უჩივლა, რომ მათ ტუალეტს ჩარეცხვისას მაღალი ხმა ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
ოჯახი ამტკიცებდა, რომ ხმაურის გამო ღამე დაძინება უჭირდა. დავა 2003 წელს დაიწყო და 19 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
იტალიელი ცოლ-ქმრის მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია. სასამართლომ ზედა მეზობელს მიყენებული ზარალის გამო მათთვის 8 000 ფუნტი სტერლინგის გადახდა დააკისრა.











