1791316484
ცნობილი ფრანგი დიზაინერი გარდაიცვალა
ფრანგი დიზაინერი ტეირი მუგლერი (Thierry Mugler) 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი ბრენდი ცნობილი გახდა ისეთი სუნამოებით Angel-ი და Alien-ი.
მუგლერის მიერ შექმნილ სამოსს მსოფლიოში ცნობილი მრავალი ვარსკვლავი ატარებდა, მათ შორის - დევიდ ბოუი, ჯორჯ მაიკლი, შერონ სტოუნი და ლეიდი გაგა. მიუგლერის შექმნილი ცნობილი კაბა ეცვა კიმ კარდაშიანს 2019 წლის Met Gala-ზე.
მუგლერი 1948 წელს, სტრასბურგში დაიბადა. 14 წლისა Ballet du Rhin-ში ცეკვავდა. 1970-იან წლებში პარიზში თავისი პირველი ბუტიკი გახსნა.










