„წარმოუდგენლად საგანგაშოა“ - აშშ ჩერნობილის პერსონალის მძევლად აყვანას გმობს

ჩერნობილი

ვაშინგტონი ჩერნობილის სადგურში რუსების მიერ პერსონალის მძევლად აყვანას გმობს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკმა უკრაინის შესახებ შეკითხვებს რამდენიმე საათის წინ, ბრიფინგზე უპასუხა. 

„მძევლების ეს უკანონო და სახიფათო აყვანა, რამაც შეიძლება შეცვალოს საჯარო სამსახურის რუტინული ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ბირთვული ნარჩენების ობიექტების შესანარჩუნებლად და დასაცავად, აშკარად წარმოუდგენლად საგანგაშო და სერიოზულად შემაშფოთებელია. ჩვენ ვგმობთ ამას და ვითხოვთ მათ გათავისუფლებას," - განაცხადა პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, აშშ მზად არის, მიიღოს ლტოლვილები უკრაინიდან, თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ისინი ევროპაში მოინდომებენ წასვლას.

„მზად ვართ, მივიღოთ ლტოლვილები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მათი უმრავლესობა ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში წასვლას მოინდომებს. ასე რომ, ვმუშაობთ ევროპის ქვეყნებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭიროებები არსებობს. მაგალითად პოლონეთთან, სადაც ვხედავთ, რომ ბოლო 24 საათში ლტოლვილთა ნაკადი გაიზარდა,"-განაცხადა თეთრი სახლის პრესპიკერმა.