თეთრი სახლი ბელარუსისთვის ​მეტი სანქციების დასაწესებლად მზად არის - CNN

აშშ

თეთრი სახლი ყურადღებით ადევნებს თვალს ბელორუსს და მზად არის მეტი სანქციების დასაწესებლად, ამბობს ამერიკელი ოფიციალური პირი. ამის შესახებ CNN წერს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს,” - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„რამდენადაც ბელორუსია აგრძელებს დახმარებას და ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მათ ექნებათ შესაბამისი შედეგები“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

ამ წუთებში ბელარუსში აგრესორ ქვეყანასთან პირველი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.