„სიყვარული და რწმენა“ - ფოტორეპორტაჟი ცხელი წერტილიდან

ომი

დღეს, საქართველოს დროით 07:30 წუთზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი ოფიციალურად გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვის დროს პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს სახლებში წასვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველა გარე ძალა, რომელიც რუსეთისთვის საფრთხის შექმნას შეეცდება დაუყოვნებლივ პასუხს მიიღებს.

მალევე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. დაიბომბა თითქმის ყველა მთავარი ქალაქი, მოსახლეობის ნაწილი თავის შეფარებას უსაფრთხო ადგილებზე ცდილობს. 

„პრაიმთაიმი“ გთავაზობთ ფოტოამბავს, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს იმ ვითარებას, რომელიც ახლა ცხელ წერტილშია.

და ბოლოს, ასე გამოიყურება უკრაინის საჰაერო სივრცე ქვეყნის თავზე, სადაც ნაჩვენებია ცხელი წერტილები: