სირიის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოხატავს, რომ დამასკომ ასევე აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები - რუსული მედია

dimitri sablini

რამდენიმე წუთის წინ რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია დეპუტატ დიმიტრი საბლინზე დაყრდნობით, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მზადყოფნას გამოხატავს, რომ ოფიციალურმა დამასკომ ასევე აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები.

ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცოტა ხნის წინ აღიარა, ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა და განკარგულებას ხელი მოაწერა.