სირია მზადაა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს

დმიტრი საბლინ

სირია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. ინფორმაცია რუსულ სამთავრობო მედია РИА Новости-ის რუსეთის დუმის სირიის პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფის კოორდინატორმა დიმიტრი საბლინმა მიაწოდა.

,,დონბასში არსებულ ვითარებაზე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ვესაუბრე. მან თქვა, რომ სირია ისევე იქნება მზად, აღიაროს ისინი, როგორც ,,სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი აღიარა“, - გამოცემის ცნობით, თქვა საბლინმა.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა