1773348202
„შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ავტომობილი მეორე მანქანის სახურავზე აღმოჩნდა“ - არნოლდ შვარცენეგერი ავარიაში მოყვა
მსახიობი, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი ლოს-ანჯელესში, არნოლდ შვარცენეგერი ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ-ი ავრცელებს.
მსახიობის „ჯიპი“ „ტოიოტა პრიუსს“ შეეჯახა, რის შემდეგაც შვარცენეგერის ავტომობილი „ტოიოტას“ სახურავზე აღმოჩნდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლ ქალს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
















