“თვალებს ვერ ვაშორებ ისეთი ლამაზია” - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება თურქეთიდან მარიამზე
1742533801
ევროპარლამენტის წევრი რადეკ სიკორსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ინიციატივით, მიმართავს, რომ ყველა ის რუსი სამხედრო, რომელიც ომს მიატოვებს, ევროკავშირმა ფინანსური დახმარებითა და მუშაობის ნებართვით უზრუნველყოს.
„მოდით, სტრატეგიულად გამოვიყენოთ ევროკავშირის რბილი ძალა, ქალბატონო ურსულა. ჩვენ შეგვიძლია, ყველა იმ რუს სამხედროს ვინც ომიდან წამოვა €3000 და 3-წლიანი მუშაობის ნებართვა მივცეთ.
ეს ის გზაა, რომლითაც დასავლეთი გერმანია მიესალმა აღმოსავლეთ გერმანელებს, ვინც რკინის კედელი გადალახა. ჩვენ მზად ვართ, უკან მიგიღოთ. ნამდვილად ვგულისხმობ ამას“, - ამბობს ევროპარლამენტარი.
სიკორსკი ასევე აცხადებს, რომ დიდი ბონუსი ერგებათ მათ, ვინც რუსულ ტანკებს, ვერტმფრენებს, საბრძოლო ხომალდებს და სხვა აღჭურვილობას ან მტავარსარდალს გადასცემენ.