ბულგარეთის პარლამენტში ჯორჯ სოროსის გავლენის გამოსაძიებლად კომისიას ქმნიან
1762543281
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ამბობს, რომ სავარაუდოდ, რუსეთის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა „მნიშვნელოვნად არის ამოწურული“.
განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უუნარობა, მოკლევადიან პერიოდში აღადგინოს დახარჯული სამხედრო ძალა კიდევ უფრო ზღუდავს მანევირების შესაძლებლობას.
„რუსეთის ძვირადღირებულმა სამხედრო კამპანიამ უკრაინაში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოწურა რუსული აღჭურვილობა და ცოცხალი ძალის რეზერვები, რომლებიც აუცილებელია აღმოსავლეთ უკრაინაში წარმატებული ფართომასშტაბიანი შეტევის შესანარჩუნებლად“, - წერს ISW.
Russia’s costly military campaign in #Ukraine has likely significantly depleted #Russian equipment and manpower reserves necessary to sustain a successful large-scale offensive in eastern Ukraine.https://t.co/VGVhIP3NAd pic.twitter.com/SEFALNrWPw
— ISW (@TheStudyofWar) February 16, 2023
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, სავარაუდოდ, 21 თებერვალს ფედერალურ ასამბლეაში დაგეგმილი მიმართვის დროს გამოაცხადებს ზომებს უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაციისთვის - "რუსეთის ძირითადი ახალი მობილიზაციის ინიციატივების ან სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკის შესახებ".