„საქართველოში რუსეთის შემოჭრა აბსტრაქტული შიში კი არა, უახლოესი რეალობაა“ - ლინკოლნ მიტჩელი

rusetis drosha

„საქართველო, რომელიც, უკრაინის მსგავსად, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, არის ქვეყანა, სადაც რუსეთის შემოჭრა აბსტრაქტული შიში კი არა, უახლესი რეალობაა“. - CNN შემაშფოთებელ სტატიას აქვეყნებს, სადაც რუსეთის საქართველოში ხელახალ ინტერვენციაზე საუბრობენ. 

გამოცემა ლინკოლნ ლიჩელის მოსაზრებაზე ვრცელ სტატიას ასაჯაროებს. მიჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის პროფესორია. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული სამხედრო ინტერვენცია უახლოესი რეალობაა, უკრაინაში წარუმატებლობის გადასაფარავად.  

„საქართველო, რომელიც, უკრაინის მსგავსად, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრებისკენ ისწრაფვის, არის ქვეყანა, სადაც რუსეთის შემოჭრა აბსტრაქტული შიში კი არა, უახლოესი რეალობაა. 2008 წელს, ხანმოკლე ომმა რუსეთის კონტროლი საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გააძლიერა. ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდა, როდესაც პუტინმა გადაწყვიტა, რომ მიაღწია იმას, რაც სურდა - ამ ორი რეგიონის კონტროლი და საქართველოსთვის რუსეთის სიძლიერის დემონსტრირება.

განსხვავებით დღევანდელი უკრაინისგან, დანარჩენმა მსოფლიომ იმ დროს, არსებითად არაფერი გააკეთა. ზოგიერთი საქართველოში შიშობს, რომ დასავლეთი ანალოგიურად უპასუხებს რუსეთს, თუ კვლავ შემოიჭრება. ზოგიერთი პირიქით ფიქრობს -  რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთის ერთიანობა და ურყეობა საქართველოში შემოჭრის შემთხვევაშიც გავრცელდება.

ქართული პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით, რუსეთის მორიგი შემოჭრის შესახებ შეშფოთება საგრძნობია. 
გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ჩემს საუბარში, რომელიც გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში, რომლის წინა მხარეც საქართველოსა და უკრაინის გიგანტური დროშებით არის მორთული, მან საქართველოს შეშფოთების საგანზე ისაუბრა.

„დღეს შეიძლება მათ (რუსეთმა) რაღაც არ გააკეთონ, მაგრამ არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ მათ რაიმე სახის აქტივობა ხვალ მოინდომონ“, და დასძინა, რომ საქართველოსთვის „პრევენცია დამოკიდებულია ერის ერთიანობასა და ჩვენს მოკავშირეებთან კავშირებზე“.

ომმა გაამძაფრა არსებული პოლიტიკური დაძაბულობა ამ ძალიან პოლარიზებულ ქვეყანაში. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ადამიანებმა ხაზი გაუსვეს ომის თავიდან აცილების აუცილებლობას - თუნდაც ეს ნიშნავდეს რუსეთის მიმართ რიტორიკულად მკაცრი ხაზის გატარებას - აუცილებელია. ოპოზიციასთან დაახლოებული რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პარლამენტის ერთი წევრი წამყვანი ოპოზიციური პარტიიდან, ფიქრობდა, რომ მთავრობა, მიუხედავად აშშ-ს ხელმძღვანელობით სანქციების რეჟიმში მონაწილეობისა, ზედმეტად შემრიგებლური იყო რუსეთის მიმართ.

CNN-ზე დაყრდნობით, საქართველოში რუსეთის შესაძლო ინტერვენციას უკრაინული მედიაც ეხმაურება: 

„NATO-სა და ევროკავშირში გაწევრება საქართველოსთვის მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რუსეთის შეჭრა უკრაინაში და უკრაინელების წინააღმდეგობა ცვლის საერთაშორისო დღის წესრიგს, გეოპოლიტიკურ რეალობას.

თუ საქართველო შეძლებს რუსეთის წნეხისგან თავის დაღწევას, მას ექნება შესაძლებლობა, გააძლიეროს ქვეყნის უსაფრთხოება და განახორციელოს მრავალწლიანი მისწრაფებები საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს არ მოხდება მანამ, სანამ გარე მხარდაჭერის გარეშე არსებობს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის რისკი“. - წერს გამოცემა.