ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დაშავებულია 11 ბავშვი
1742632610
სამხრეთ კორეა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციები აჩერებს, ამის შესახებ ინფორმაციას CNN, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებს.
როგორც სამხრეთ კორეის მთავრობაში აცხადებენ, სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ, სანქციების შესახებ დამატებითი დეტალები გასაჯაროვდება.
CNN იუწყება, რომ მანამდე სამხრეთ კორეამ 7 მსხვილ რუსულ ბანკთან ტრანზაქციები აკრძალა და რუსული ბანკები Swift-ის გლობალურ საგადასახადო სისტემაში დაბლოკა.