„არ შემეძლო ეს არ დამეწერა...“ - რა მოხდა დაკრძალვის დღეს
1784405212
პოლონეთმა უკრაინისთვის სახმელეთო გზით საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული კოლონა, რომელიც უკრაინაში გაგზავნეს დანიშნულების ადგილზე უკვე ჩავიდა.
"სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული კოლონა, რომელიც უკრაინაში გავგზავნეთ ჩვენს მეზობლებთან უკვე ჩავიდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვართ სოლიდარული და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსულ აგრესიას" - წერს მარიუშ ბლაშჩაკი ტვიტერზე.
Konwój z amunicją, którą przekazujemy Ukrainie dotarł już do naszych sąsiadów. Wspieramy Ukraińców, jesteśmy solidarni i stanowczo sprzeciwiamy się rosyjskiej agresji. pic.twitter.com/Wx5zoXBnBe
— Mariusz Błaszczak (@mblaszczak) February 25, 2022