სამი დღე წყლის, საკვების და გათბობის გარეშე - ირპენში ოკუპანტებმა მოქალაქეებს სახლიდან გასვლა აუკრძალეს

ირპენი - უკრიანა

ქალაქ ირპენში (კიევთან ახლოს) დამპყრობლებმა მოსახლეობას სახლების დატოვება აუკრძალეს. დასახლება სამ დღეზე მეტია, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

მათი თქმით, ირპენს წყალი და საკვები არ მიეწოდება.

„...ქალაქი ირპენი სამ დღეზე მეტია მოკლებულია შუქს, წყალს და გათბობას, არ არის საკვები და წყალი, ოკუპანტებმა ქალაქელებს აუკრძალეს სახლების დატოვება...“, ნათქვამია შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მოგვიანებით, უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა.

მტერი თავს დაესხა სამხედრო ობიექტებს, შემდეგ კი გამოიყენა სხვადასხვა იარაღი და თვითმფრინავი მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ.

6 მარტს რუსმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიანი მოსახლეობას ირპენიდან ევაკუაციის მცდელობისას. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა რვა ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ნაღმტყორცნებიდან ესროლა.